u
1. პროექტის სახელი: მინი – ტყე სასკოლო ტერიტორიაზე.3. პროექტის სრული აღწერა:
* ნახაზის შედგენა მინი–ტყის გაშენებისათვის;
* წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების შესახებ მასალის მოძიება;
* სანერგე მეურნეობაში საჭირო მცენარეების შერჩევა;
* ნიადაგის მომზადება;
* სკოლის საზოგადოებისათვის,, სხვადასხვაგვარი ტყე " კვლევის შედეგების გაცნობა;
* ტყის იმიტაციის შექმნა.
4. მონაწილეთა ასაკი: III კლასის მოსწავლეები.
5. ვადები: 1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
1) საკლასო საუბარი ,, რა არის ტყე " ? ;
2) წყვილებში მუშაობა – ასოციაციური რუკის შექმნა ,, ტყის მნიშვნელობა ";
3) პრაქტიკული მუშაობა ჯგუფებში – ,, სხვადასხვაგვარი ტყე ; "
I - ჯგუფი ,, გააშენონ " წიწვიანი ტყე ;
II - ჯგუფი – შერეული ტყე;
III - ჯგუფი –ფოთლოვანი ტყე;
IV - კუნძები და მორები. ( გაჩეხილი ტყე ) .
4) პრეზენტაცია – ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს, აღწერს აღწერენ ოთხივე ტყეს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: * ბუნებისადმი სიყვარულის გამომუშავება და ცოდნის გაღრმავება ეკოლოგიის პრობლემის დაძლევის მიზნით; * შრომითი უნარ – ჩვევების გამომუშავება; * ქალაქის კლიმატის შესწავლა.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
10. კავშირი ეროვნულ გეგმასთან:
* ბუნ. III – 1 მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებს; * ბუნ. III - 2 მოსწავლე განმარტავს გარემოს მნიშვნელობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის;
* ბუნ. III - 10 მოსწავლე იკვლევს მცენარეების მრავალფეროვნებას;
* ბუნ. III - 12 მოსწავლე განარჩევს სიცოცხლის ძირითად გამოვლინებებს.
11. პროექტის ფასილიტატორი: ქ. რუსთავი. IV საჯარო სკოლა. დაწყებითი კლასების მასწავლებელი მედეა ციქურიშვილი.
12. ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა: medea.ciqurisvili@gmail.com
13. პროექტის ვებ – გვერდი: www.medea-ciqurisvili.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий